ცნობილმა ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა Rolls-Royce თანხმობა განაცხადა კორუფციული საქმის დასარეგულირებლად, დიდი ბრიტანეთის, ბრაზილიისა და აშშ-ის მარეგულირებლებს 671 მილიონი ფუნტი (809 მილიონ აშშ დოლარი) გადაუხადოს.
BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან კომპანია 497 მილიონ ფუნტს ეკონომიკური დანაშაულების ბრძოლის დეპარტამენტს გადაუხდის, რომელმაც 2012 წელს ინდონეზიის, ჩინეთისა და განვითარებად ბაზრებზე Rolls-Royce-ის შესაძლო თანამშრომლობაზე გამოძიება დაიწყო. 2012 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ დეპარტამენტმა კომპანიას შიდა გამოძიების ჩატარება სთხოვა, რის მიხედვითაც კორუფციის მიზეზების დადგენა იქნებოდა შესაძლებელი. კომპანია თავის მხრივ იტყობინება, რომ დეპარტამენტს ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.
ბრიტანული ავტომწარმოებელი 141 მილიონი ფუნტს ($ 170 მლნ) ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტს , ხოლო 21.5 მილიონი ფუნტს ($ 26 მილიონი) - ბრაზილიელ მარეგულირებელს გადაუხდის.
ჯამში კომპანია ერთი წლის განმავლობაში სამივე ქვეყანას 293 მილიონი ფუნტს გადაუხდის. ბრიტანეთისთვის ჯარიმის დაფარვას კომპანია 5 წლის განმავლობაში გეგმავს. ავტომწარმოებელი პირობას დებს, რომ საქმის სხვა დეტალებს წლიურ ანგარიშში გამოქვეყნებს, რომელიც 14 თებერვალს გამოქვეყნდება.
ასევე Rolls-Royce-ის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ამ შეთანხმებაზე კომპანია ნებაყოფლობით დათანხმდა. მან დარღვევებში თავისი დანაშაული აღიარა და გამოძიების შეწყვეტის სანაცვლოდ, გარკვეული მოთხოვნების, მათ შორის ჯარიმების გადახდის დასაკმაყოფილებლად მზად არის.