Home
Category
TV Live Menu

Rolls-Royce-მა პირველი უპილოტო ავტომობილი წარმოადგინა (ვიდეო)

576637bec0910
BM.GE
19.06.16 10:08
1234
ავტომობილების ბრენდმა Rolls-Royce Motor Cars ხუთშაბათს თავისი პირველი უპილოტო ავტომობილის მოდელი წარმოადგინა, რომელიც როგორც კომპანია იმედოვნებს საშუალებას იძლევა ძვირადღირებული ტრანსპორტის მომავალში შეიხედოთ, - წერს Financial Times.

ავტომობილის ამ მოდელს საჭე არ აქვს, კარი მხოლოდ ერთ მხარეს იხსნება. იგი ვირტუალური თანაშემწით არის აღჭურვილი, რომელსაც მგზავრისთვის სასტუმროს დაჯავშნა და ასევე კოსტიუმის შერჩევაში დახმარებაც შეუძლია.

კომპანიაში თვლიან, რომ მათი კლიენტები, რომლებიც ერთ მილიონ დოლარზე მეტს იხდიან ხელით აწყობილ ავტომობილში, კომფორტსა და ფუფუნებას იმსახურებენ.
უპილოტო ავტომობილი, 103EX ლონდონში ბრენდის 100 წლის იუბილეზე წარადგინეს.

ავტომობილში ჩასასხდომად მგზავრებს დახრა არ მოუწევთ. კართან ერთად სახურავის ნაწილიც აიწევა, რომელიც მგზავრებს საშუალებას მისცემს ავტომობილში გასწორებულ მდგომარეობაში შევიდნენ და გამოვიდნენ.

Subscribe to our news

Get the main news of the day