ინტერვიუ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიასთან.
-ბატონო რომან, რა მდგომარეობა დღეს საქართველოს ეკონომიკაში?
- რაღაცნაირ სიტუაციაში შევდივართ, როდესაც მთავრობა ცდილობს ყველაფერი მაქსიმალურად ნათელ ფერებში წარმოგვიდგინოს, ხოლო ოპოზიცია ცდილობს მაქსიმალურად ბნელ ფერებში წარმოგვიდგინოს. ეს კი საზოგადოებას აბნევს. ადამიანს, რომელმაც ხმა ’’ქართულ ოცნებას“ მისცა უნდა გაიგოს, რომ მან მცდარი არჩევანი არ გააკეთა და არის თუ არა ეს გუნდი ის გუნდი, რომელიც აღნიშნულ პრობლემას მოერევა. ეს რომ გაიგოს, პირველ რიგში, მთავარი დიაგნოზი უნდა დავსვათ, რომელიც ასეთია: ჩვენ სუსტი ეკონომიკა გვაქვს. ეკონომიკა პროდუქციისა და მომსახურებების ერთობლიობაა. სამწუხაროდ ჩვენ ამას ვერ გამოვიმუშავებთ და განვითარების ის დონე გვაქვს, რომელიც გვაქვს. ვიღაც დასვამს შეკითხვას რატომ გვაქვს ასეთი, განსაკუთრებით ამას ის ადამიანები გვიკიჟინებენ, ვინც ამბობს, რომ ჩვენ უკეთესი ეკონომიკა გვექნებოდა. კი ბატონო, თქვენ უკეთესი ეკონომიკა გექნებოდათ, მხოლოდ იმიტომ, რომ 5 ძირითადი მომენტი იქნებოდა სხვანაირად: აბსოლუტურად დაუფიქრებელი და გაუთვლელი პრივატიზების პროცესი იქნებოდა გაგრძელებული, როდესაც შემოსავალი მხოლოდ ციფრზე იქნებოდა დამოკიდებული, იგნორირებული იქნებოდა ის, რომ ადამიანები ოპერაციას ვერ იკეთებენ და ამის გულისთვის ჯანდაცვის სფეროში ეს სამომავლოდ გადადებული რეფორმა იქნებოდა, რადგან ჩათვლიდით, რომ ეს ფული უმჯობესია ახლა ეკონომიკაში ჩაიდოს და წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით ეს სწორიც იქნებოდა, მაგრამ საზოგადოებას მინდა მივმართო, ვინც შეფასებას აკეთებს, რომ იცოდეს რომელი ადამიანებისგან ვღებულობთ ჩვენ კრიტიკას რა შემთხვევაში შეიძლება გვქონოდა ცოტა მეტი ეკონომიკური ზრდა - სოფლის მეურნეობა ისე იქნებოდა, როგორც აქამდე იყო, გაგრძელებული იქნებოდა ის თემები, რომლებიც იყო, ასევე ფორმალური და არაფორმალურ ფონდები იარსებებდა, რომლებიც შესაძლოა რაღაც საქმეებსაც მოხმარებოდა და უფრო მეტი ვალის აღება მოხდებოდა. კი ბატონო, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება არა 3%-იანი, არამედ თუნდაც 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონოდა. ყველა ამბობს უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები, თუმცა ინვესტიციების მოზიდვა ასე მყისიერად არ ხდება. ინვესტიციების მოსაზიდად ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთრების უფლებაა, ის გარემოა, რომელსაც თავისუფალი გარემო ქვია და საგარეო ფაქტორების სტაბილიზაცია, როდესაც ინვესტორს შესაძლოა გაუჩნდეს სურვილი, რომ ამ ქვეყანაში ინვესტიცია ჩადოს.
-თქვენი აზრით, დღეს როგორი გარემოა საქართველოში?
-ჩვენი მთავარი გამოწვევა ეკონომიკური ზრდა იყო და ეკონომიკური ზრდა მხოლოდ შიდა და გარე ინვესტიციების მოზიდვით შეიძლება. უნდა იყოს საკუთრების უფლება დაცული, რის განხორციელებაც ჩვენ შევძელით. ეს სუნთქვასავით არის. თქვენ რომ სუნთქავთ, ეს დიდ ღირებულებად არ მიგაჩნიათ, მაგრამ საკმარისია ადამიანმა ცხვირზე 2 წუთით ხელი მოგიჭიროთ და იმ წუთშივე მიხვდებით რა ღირებული ყოფილა ჰაერი. დაახლოებით ასეთივეა ამის განცდა. ეს არავის აღარ ახსოვს, მაგრამ ამას ძალიან დიდი ხანი დასჭირდა. საგარეო ფაქტორების გამო დასტაბილურებული ურთიერთობა და მყისიერი საფრთხეების შემცირება რუსეთიდან - ესეც აღარავის ახსოვს, მაგრამ როგორ შეიძლებოდა ამ ორ ფაქტორსა და ინვესტიციებზე საუბარი.
- ვისზეა მაშინ პასუხისმგებლობა?
-რა თქმა უნდა, მთავრობის, ნუ გგონიათ მოვერიდები ამის აღიარებას. მთავრობას უფრო კარგად უნდა გაეთვალა მთავრობას მდგომარეობა. მე ამას ყოველგვარი ზედმეტი პატივმოყვარეობის გარეშე ვამბობ. წინასწარი გათვლა ცხადია, უნდა მომხდარიყო, მაგრამ ეს ადვილი სათქმელია. გაცილებით ადრე შეიძლება იმის პროგნოზირება ბიუჯეტს რა ელოდება და მისი რეაქცია როგორი იქნება თუნდაც მოგების გადასახადის რეფორმაზე. ის რომ ეკონომიკა შესაძლოა ასე შეფერხებისკენ წავიდეს ამის გათლა ალბათ წინასწარ შეიძლებოდა. მეც რომ მათ ადგილას ვყოფილიყავი ეს რამდენად გამომივიდოდა ზუსტად არ ვიცი. იქნებ, მეც იმ ობიექტურ ფაქტორებს ამ გადასახედიდან ვერ ვხედავ, მეც რა თქმა უნდა, ასე მეჩვენება. არ უნდა ამას გალამაზება, - ჩვენ ასეთ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა პრინციპში იმიტომ მოგვიწია, რომ ეკონომიკამ ვერ გაქაჩა. ჩვენ გვეგონა, რომ აქციზების გარეშე გაქაჩავდა. ამის გათლა უკეთესად შეიძლებოდა, მაგრამ მოსახლეობას რა ვუთხრათ ახლა ჩვენ, რომ ვინმე სხვა ამ ყველაფერს უკეთესად გააკეთებდა?! მე პირადად ზუსტად იმ აზრის ვარ, როგორიც თქვენ.