პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია არ გამორიცხავს, რომ ლარიზაციის გეგმას ნეგატიური ეფექტები მოჰყვეს.
ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს“ კაკულიამ ლარიზაციის გეგმის შეფასებისას განუცხადა, რომლის ერთ-ერთ ნაწილს სესხების გალარების ერთჯერადი, სოციალური პროგრამაც წარმოადგენს.
"რამდენად შესაძლებელია, რომ ლარიზაციის გეგმა ფინანსური სექტორის სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას და ვინ უნდა აგოს პასუხი ამ შემთხვევაში?“, - ეს კითხვა დაუსვა სააგენტომ რომან კაკულიას, რადგან ვიდრე გალარების სოციალური პროგრამა დაიწყებოდა, ბანკები საკმაოდ აქტიურად ურეკავდნენ კლიენტებს და დოლარში აღებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებას სთავაზობდნენ.
„ყველა ეს შინიშვნა მეც მაქვს მოსმენილი და არ არის ეს ლოგიკის არმქონე შენიშნვნები. ალბათ სასწორზე იდება ეს თემები და გადაწონა უფრო იმან, რა გზითაც ჩვენ წავედით მთელი რიგი არგუმენტების გათვალისწინებით. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ისეთი ნეგატიური ეფექტები, რაზეც კითხვები არსებობს. პასუხს ყველაფერზე მთავრობა აგებს; ვიდრე ჩვენ ვართ ხელისუფლებაში კარგიც და ცუდიც რაც ამ ქვეყანაში მოხდება, ცხადია, ჩვენი პასუხისმგებლობაა“, - განაცხადა კაკულიამ.