Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რომელ ბიზნესს მოუწევს HACCP-ის სტანდარტის დანერგვა?

BM.GE
24.01.23 11:36
129
ბიზნესი ახალი რეგულაციის მოლოდინშია - სურსათის მწარმოებელ ყველა ბიზნესოპერატორს ეკისრება ვალდებულება, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა, ანუ HACCP 2023 წლის 1-ელ ივნისამდე დანერგოს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, HACCP-ის სისტემა ბიზნესოპერატორს საშუალებას აძლევს, წინასწარ განსაზღვროს და თავიდან აიცილოს სურსათის უვნებლობის პოტენციური საფრთხეები, რაც ხელს შეუწყობს, როგორც მომხმარებლის უვნებელი სურსათით უზრუნველყოფას, ასევე რისკების პრევენციის შედეგად ეკონომიკური ზიანის თავიდან აცილებას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას. რამდენად მზად არის კერძო სექტორი ახალი ვალდებულებისთვის და გაუზრდის თუ არა მათ ხარჯებს HACCP-ის სტანდარტის დანერგვის პროცესი?

სტუმრებო: ივა ჭყონია - "საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტი;
ვასილ კვერნაძე - "სურსათის ეროვნული სააგენტოს" სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი.

Subscribe to our news

Get the main news of the day