მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასები მკვეთრად იზრდება. ინფლაციური წნეხი განსაკუთრებით იმატებს დასავლურ სახელმწიფოებში, სადაც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ალტერნატიული მიმწოდებლები კი - რთულად მოსაძებნია. აშშ-ში, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის წევრს სახელმწიფოებში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონემ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია, მიუხედავად ამისა, ზოგიერთ სახელმწიფოში ინფლაციის დონე ისევ დაბალ ნიშნულზეა, სამიზნე 2-3%-იან მაჩვენებელთან ახლოს. მსოფლიოს რომელ ქვეყნებშია ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი?