სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სექტორი საფინანსო სექტორია, სადაც საშუალო თვიური ანაზღაურება 1907 ლარია. მას მოსდევს მშენებლობა 1498 ლარით და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 1332 ლარით.
1295 ლარია საშუალო ანაზღაურება სახელმწიფო მმართველობაში, სამთომომპოვებით მრეწველობაში კი 1226 ლარი.
ყველაზე დაბალანაზღაურებადი სექტორი ტრადიციულად განათლების სფეროა 563 ლარიანი ხელფასით.
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საქმიანობის სახეების მიხედვით შემდეგია:
- სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა - 657 ლარი
- თევზჭერა, მეთევზეობა 955 ლარი
- სამთომოპოვებითი მრეწველობა - 1226 ლარი
- დამამუშავებელი მრეწველობა - 826 ლარი
- ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება - 1115 ლარი
- მშენებლობა - 1498 ლარი
- ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი - 853 ლარი
- სასტუმროები და რესტორნები - 740 ლარი
- ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1332 ლარი
- საფინანსო საქმიანობა - 1907 ლარი
- ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 1196 ლარი
- სახელმწიფო მმართველობა - 1295 ლარი
- განათლება - 563 ლარი
- ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება - 934 ლარი
- კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა - 781 ლარი