Home
Category
TV Live Menu

"რომელი ავიაკომპანიაც დააკმაყოფილებს პირობებს Wizz Air-ის მსგავსი პირობებით ისარგებლებს"

59673bea4a2a1
ელენე გოგბერაშვილი
13.07.17 13:20
789
"რომელი ავიაკომპანიაც დააკმაყოფილებს გაცხადებულ პირობებს Wizz Air-ის მსგავსი პირობებით ისარგებლებს", - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაყვანა-გადაზიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი "საქმის კურსთან’’ "ჯორჯიან ეარვეისის’’ ბრალდებების საპასუხოდ აცხადებს.

"ჯორჯიან ეარვეისს" თურქული და რუსული ავიაკომპანიების შემდეგ პრეტენზიები "ვიზ ეართანაც" აქვს. ერთადერთი ეროვნული ავიაგადმყვანის პოზიციაა, რომ საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უცხოურ ავიაკომპანიებს, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ისედაც სარგებლობენ პრეფერენციებით, საქართველოც მაქსიმალურ შეღავათებს უწესებს, რაც ბაზარზე არათანაბარი ოპერირების საფუძველს ქმნის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ამ საკითხთან დაკავშირებითაც აქვს არგუმენტი.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ქუთაისის აეროპორტს გამოცხადებული აქვს ე.წ მომსახურების პაკეტები, რომელიც არის საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა ავიაკომპანიისთვის. ჩემი ინფორმაციით, რომელი ავიაკომპანიაც დააკმაყოფილებს ამ პირობებს ისარგებლებს ზუსტად იგივე პირობებით რა პირობითაც სარგებლობს კონკრეტული ავიაკომპანია", - განმარტავს ალექსანდრე გაჩეჩილაძე.

Subscribe to our news

Get the main news of the day