ბანკი Royal Bank of Scotland (RBS) 2008 წელს ჩადენილი თაღლითობის შედეგად, თანახმაა 800 მილიონი ფუნტი (1 მილიარდი აშშ დოლარი) გადაიხადოს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მარეგულირებელმა ბანკი უხარისხო იპოთეკური ფასიანი ქაღალდების გაყიდვაში დაადანაშაულა.
ბანკმა, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობა აკონტროლებს განაცხადა, რომ საქმეში მონაწილე ინვესტორთა 5 ჯგუფიდან 3-თან შეთანხმებას უკვე მიაღწია, ესენია: Standard Life, Legal & General, Aviva and Prudential და The Universities Superannuation Scheme (USS). მათზე 2008 წელს RBS-ის გამოცემული ფასიანი ქაღალდებიდან 10% მოდიოდა. დანარჩენ 2 ჯგუფთან მოლაპარაკება ჯერჯერობით გრძელდება.
2008 წელს, RBS-მა 12 მილიარდი ფუნტის აქციების ემისია მოახდინა, ჰოლანდიური ABN Amro-ის წარუმატებელი შესყიდვის შემდეგ თავისი ბალანსის წესრიგში მოსაყვანად. რამდენიმე თვეში, ფინანსური კრიზისის გამწვავებისას, სახელმწიფომ ბანკში 46 მილიარდი ფუნტი (58.5 მილიარდი აშშ დილარი) ჩადო და აქციათა 81%-ის მფლობელი გახდა, რის შედეგადაც ბანკის ფასიანი ქაღალდები რამდენჯერმე გაუფასურდა.