„მიმდინარეობს აქტიური სამაშევლო სამუშაოები, როგორც ზემო ისე ქვედა ნაწილში გაგზავნჯილია სახანძრო ბრიგადები“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი განცხადებით, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები მთაწმინდის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს.
„გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ამ დროისთვის შეუძლებელია, ამას გამოძიება დაადგენს. რთულად მისადგომია, ღამის საათებია, ხილვადობა ნაკლებია, თუმცა ყველა ბრიგადა მუშაობს ინტენსიურად.
მიმდინარეობს კერების ლოკალიზაციის სამუშაოებიც“, - განაცხადა ნარმანიამ.
მთაწმინდის ტერიტორიაზე ცეცლის ჩაქრობას 40-მდე მეხანძრე ცდილობს.