Home
Category
TV Live Menu

რთველი 2016-ის ფარგლებში 8000 ტონამდე ყურძენია ჩაბარებული

57cd67f36f4ed
ელენე გოგბერაშვილი
05.09.16 16:40
1228
"რთველი 2016" დაახლოებით ერთი კვირაა დაიწყო და ბოლო მონაცემებით, 6, 084,214 ლარის ღირებულების, 7 ათას 572 ტონა ყურძენია ჩაბარებული. აქედან, 2 908 ტონა რქაწითელი, 3149 ტონა საფერავი, 447 ტონა კახური მწვანე, 25 ტონა ალექსანდრეულ მუჯირეთული, ხოლო 1045 ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

როგორც "ბიზნესკონტრაქტთან" სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია აცხადებს, რთველი ეტაპობრივად აქტიურ ფაზაში შედის.

"ამ ეტაპზე ყველაფერი მიმდინარეობს ძალიან წარმატებულად და რაიმე პრობლემას თავი არ უჩენია. შტაბი მუშაობს 24 საათიან რეჟიმში, როგორც წინა წლებში. ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებელი დააკვირდეთ რთველის მიმდინარეობას, მათ შორის ყურძნის რაოდენობას, ჩაბარების ტენდენციებს და ა.შ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

2016 წლის რთველის პროცესში ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებისთვის ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე გაიცემა სუბსიდია შემდეგი ოდენობით:

კახეთის რეგიონში

• 1 კგ. რქაწითელისათვის - 0,45 ლარი;
• 1 კგ. კახური მწვანისათვის - 0,45 ლარი;
• 1 კგ. საფერავისათვის - 0,20 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში:

• მუჯურეთული/ალექსანდროული - 2 ლარი

ჩაბარებული ყურძნის საფასურს ყურძნის ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის შემდეგ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სერვის ცენტრებში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეეძლებათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

Subscribe to our news

Get the main news of the day