Home
Category
TV Live Menu

რთველი 2017 - შემოსავალი, რომელიც მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიიღეს

59bf67d5a1519
BM.GE
18.09.17 10:27
839
რთველი 2017-ის სეზონზე, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 60 მლნ ლარს მიაღწია.

18 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 50 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 20,1 ათასი ტონა რქაწითელი, 25,6 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

კახეთის რეგიონში ღვინის კომპანიებს ყურძენი 5 855 მევენახემ ჩააბარა.

დღეისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 97 ღვინის კომპანია. სულ რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 177 ღვინის კომპანია.

დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 5 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს რომ რთველი კახეთში აქტიურ ფაზაშია.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 18,6 ათასი ტონა, გურჯაანი - 11,3 ათასი ტონა, სიღნაღი - 7,6 ათასი ტონა, თელავი - 6,9 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 1,7 ათასი ტონა, ახმეტა - 1.2 ათასი ტონა და საგარეჯო - 780 ტონა.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501 და ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე: http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.

Subscribe to our news

Get the main news of the day