ბოლო რამდენიმე დღეა აქტიურად მიმდინარეობს საუბრები იმაზე, რომ არსებობს რუკა, სადაც თბილისში არსებული ყველა რისკის შემცველი ტერიტორიაა დატანილი - თემაზე დღეს კახი კალაძემაც ისაუბრა და განმარტა, რომ მერია ვაშლიჯვრის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას არ მალავდა და თემაზე ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო ინფორმაციის მიღება. დღეს საქმის კურსმა გადაწყვიტა ამ რუკის შესახებ თქვენც მოგიყვეთ და გაჩვენოთ ის ადგილები, რომელიც გარკევული რისკების შემცველია .