Home
Category
TV Live Menu

რუსეთი ქართველებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს და უვიზო რეჟიმის დაწესებას არ გამორიცხავს

56795d679698c
BM.GE
22.12.15 18:18
1258
ხვალიდან რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების აღებას ამარტივებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებზე გამარტივებული წესით გაიცემა საქმიანი, სამუშაო და სასწავლო ვიზები. აღნიშნული ტიპის ვიზებს, საქართველოს მოქალაქეები კერძო მოწვევისა და ფედერაციის მოქალაქესთან სანათესაო კავშირის არქონის მიუხედავად მიიღებენ. 
 
„რუსეთი მომავალშიც გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, რომლებიც ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთობების გამარტივებისკენ იქნება მიმართული. ასევე არ გამოვრიცხავთ უვიზო რეჟიმის შემოღებასაც“, - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

Subscribe to our news

Get the main news of the day