თიბისი ჯგუფის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საპენსიო რეფორმაში დამსაქმებლების შენატანი, რომელიც ხელფასის 2%-ს შეადგენს, უფრო მეტი უნდა იყოს. ამის შესახებ მან საქმის კურსს განუცხადა.
მისი თქმით, 2% არაფერი არ არის იმ ბენეფიტთან შედარებით, რასაც ეს რეფორმა მოიტანს დასაქმებულისთვის.
"ჩემი აზრით, უფრო მეტიც უნდა იყოს გადასახდელი, რადგან ამ ადამიანებს სჭირდებათ გარანტირებული სიბერე. ადამიანი, რომელიც შრომობს მთელი თავისი ცხოვრება მას სჭირდება, ჰქონდეს დანაზოგი, რომ ღირსეულად შეხვდეს სიბერეს. ამიტომ 2%-ით დავიწყოთ, მერე შევხედავთ და...ამით ჩვენ ვქმნით დამატებით შემოსავლებს, რადგან ეს თანხა გროვდება და წავა ისევ საინვესტიციო კაპიტალში",- აცხადებს ხაზარაძე.
ხაზარაძის შეფასებით, საპენსიო რეფორმა არის უმნიშვნელოვანესი ქართული ეკონომიკისთვის ორი ფაქტორის გათვალისწინებით:
"იწყება დაგროვების მექანიზმი და იწყება „გრძელი ფულის“ წარმოშობის საშუალება, რომელიც შიდა რესურსს გააჩენს დამწყებ და საშუალო დონის კომპანიებში ბირჟის საშუალებით ინვესტირებისთვის",- აცხადებს ხაზარაძე.