კომპანია M2 “ცენტრ-პოინტის“ ყიდვის ფაქტს უარყოფს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი განიხილავენ „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების დაკმაყოფილების სქემაში ჩართვას.
„კომპანია M2-ს არ უყიდია „ცენტრ-პოინტი“ და არც არის დაინეტერესებული მისი შესყიდვით. თუმცა კომპანიას აქვს შეასძლებლობა რომ ჩაერთოს იმ პროცესში, რომელიც დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემას გულისხმობს. M2-მა საკუთარი ხედვა გააცნო დაზარალებულებს და პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს. ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არაა“, - განმარტავენ კომპანიაში.