დღეიდან რუსეთი, ხორბლის საექსპორტო გადასახადს აძვირებს. ინფორმაცია რუსულმა გამოცემებმა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელეს. შედეგად, თუ 1 ტონა ხორბლის ექსპორტზე გასულ კვირას 1 926 რუბლიანი ბაჟი მოქმედებდა, დღეიდან 2 934 რუბლით დაიბეგრება, რაც საექსპორტო გადასახადის 52.3%-ით გაზრდას ნიშნავს.
როგორც ცნობილია, მარცვლეულზე საბაჟო გადასახადი რუსეთმა 2021 წლის 2 ივნისს ამოქმედდა. მიუხედავად მუდმივად ცვალებადი საგადასახადო პოლიტიკისა საქართველოსთვის ხორბლის მთავარი მომწოდებელი კვლავ რუსეთია. რა გავლენა ექნება საბაჟო ტარიფების ცვლილებას ხორბლის ფასზე და მისგან ნაწარმოებ ფქვილზე?