Home
Category
TV Live Menu

რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Google 16 000 დოლარით დააჯარიმა

581b3802979ef
BM.GE
03.11.16 17:11
1163
რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ამერიკული Google 16 000 დოლარით დააჯარიმა. BBC-ის ცნობით, სანქცია Google-ს იმის გამო დაეკისრა, რომ არ შეასრულა ვალდებულებები, რომელიც მას ანდროიდის საქმის გამო დაეკისრა. საქმე ისაა, რომ უწყებამ მანამდე კომპანია 500 ათასი რუბლით დააჯარიმა, რაც Google-ს არ გადაუხდია. რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მაშინ განაცხადა, რომ ყოველ გადაცილებულ 2 კვირაზე კომპანიებს დამატაბით სანქციებს გამოუწერდა. შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს რუსეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა გუგლი 6,75 მილიონი დოლარით დააჯარიმა. მიზეზი მობილური აპლიკაციების ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვაა.

Subscribe to our news

Get the main news of the day