შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მცდარია ინფორმაცია, რომ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეები დიდი რაოდენობით შემოდიან.
მისი ინფორმაციით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში 20 ათას ადამიანზე მეტია შემოსული, შედარებისთვის კი 2019 წელს შემოსული იყო 40 ათასი მოქალაქე. მათ შორის არიან ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც საქართველოს ტრანზიტად იყენებენ და გამშვები პუნქტის საშუალებით გადადიან რუსეთში.
გომელაური ირწმუნება რომ ამჟამად 3 ათასი ადამიანი ისეთი, რომელსაც ჯერ ქვეყანა არ დაუტოვებია. რაც შეეხება საზღვრის დაცვას, მინისტრი ამბობს, რომ 100%-ით დაცული არცერთი ქვეყნის საზღვარი არ არის და ყველაფერს აკეთებენ რაც ამ მიმართულებით შეუძლიათ.
ქვეყანაში რომ რუსეთის და ბელარუსიის მოქალაქეების საკმაოდ გაზრდილი რაოდენობაა ამას ყველა ვხედავთ თბილისის და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში, ბანკომატებთან, აფთიაქებთან თუ სხვადასხვა კვების დაწესებულებებში.
მათი ჩამოსვლის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა უძრავ ქონებაზე და ამ ეს თემა გასული და მიმდინარე კვირის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ თემად რჩება. დღეს უკვე ცნობილია სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ მხრივ და ვიცით, რომ რაიმე ტიპის აკრძალვა ბინების მიყიდვასთან თუ სვიზო რეჟიმის დაწესებასთან დაკავშირებით არ იგეგმება. შესაბამისად ბიზნესი და მოქალაქეები რომლებიც ყიდიან ან აქირავებენ უძრავ ქონებას საკუთარი განწყობების შესაბამისად იქცევიან.
საქმიანი დილა ბათუმში, რამდენიმე უძრავი ქონების წარმომადგენელს ესაუბრა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ბათუმში რიგ კომპანიებს თავისუფალი ბინები უკვე აღარ აქვთ, უმეტესად ბათუმი მომხიბვლელია ბელორუსის მოქლაქეებისთვის და არა რუსებისთვის. აგენტები BMG-სთან საუბრისას ამბობენ იმასაც, რომ მესაკუთრეების ნაწილი უარს ეუბნება მიქირავებაზე და მიყდვაზე, ნაწილი კი მათ გაზრდილი ფასებით ემსახურება.
სტუმარი: ირინა კვახაძე - თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსი;