Home
Category
TV Live Menu

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი: საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი შესაძლოა 2016 წელს დაწესდეს

567bfb39e2583
BM.GE
24.12.15 18:00
1192
რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი, ვალენტინა მატვიენკო ფიქრობს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში უვიზო რეჟიმის შემოღება 2016 წლისთვის გახდება შესაძლებელი.

ТАСС-ის ინფორმაციით, მატვიენკომ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის "პოზიტიური შემხვედრი ნაბიჯები იდგმება".

მან განმარტება გააკეთა, რომ ამჟამად სავიზო რეჟიმის შერბილება ხდება, ხოლო ვიზების სრულად გასაუქმებლად, საჭიროა სამართლებრივი საკითხების მოგვარება.

Subscribe to our news

Get the main news of the day