Home
Category
TV Live Menu

რუსეთის გამო ტრამპი და ბუში ტელედებატებში წაკამათდნენ

56c1c34e971d6
BM.GE
15.02.16 16:17
1235
მილიარდერ დონალდ ტრამპი და ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში ტელედეპადებში წაკამათდნენ, რისი მიზეზიც რუსეთის როლი სირიის კონფლიქტში გახლდათ.
ტრამპი ოპონენტის განცხადებამ აღაშფოთა, რომლის თქმითაც მოსკოვი სირიის კონფლიქტში არასწორ მხარეს იჭერდა.

ტრამპისა და ბუშის დავის მიზეზი შეკითხვიდან წარმოიშვა, თუ რამდენად შეიძლება რუსეთი ამერიკის მოკავშირე იყოს,-იუწყება Sputnik New-ი.

“რუსეთის პრეზიდენტი პუტინი შეუძლებელია ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე იყოს, ამის შესახებ მსოფლიომ იცის. რუსეთი თავს ესხმის იმ ჯარს, რომელსაც ვაშინგტონი უჭერს მხარს,’’-განაცხადა ჯებ ბუშმა თავის გამოსვლაში.

ბუშის განცხადების საპასუხოდ კი დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი ოპონენტი სრულიად არასწორია. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ სწორედ აშშ-მ უნდა გადაწყვიტოს ვის და რისთვის ებრძვის და საერთოდ რას აკეთებს. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა სირიაში მილიარდობით დოლარს ხარჯავს იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომელთა შესახებ არაფერი იციან. მანვე დასძინა, როკ მოსკოვმა და ვაშინგტონმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ.

ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა და მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და ასევე ვლადიმერ პუტინის პოლიტიკით აღფრთოვანება გამოხატა.

Subscribe to our news

Get the main news of the day