მიგრანტები, რომელთა რაოდენობაც 2022 წელს რეკორდულად გაიზარდა,ძირითადად ტურიზმის სექტორში საქმიანობენ. განსაკუთრებით აქტიურად რესტორნებს და ბარებს რუსული ეროვნების მიგრანტები ხსნიან. როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, ამ ობიექტებს ძირითადად ისევ რუსეთის მოქალაქეები სტუმრობენ. შოთა ბურჯანაძის თქმით, თბილისზე მეტად რუსული ბიზნესის მასშტაბები ბათუმში იგრძნობა. როგორ აისახება მიგრანტების ბიზნეს აქტიურობა ტურიზმის სექტორზე, რას ამბობენ ინდუსტრიის წარმომადგენლები?