Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რუსეთის მოქალაქეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რაოდენობა იზრდება

BM.GE
08.09.22 12:14
174
იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარიდან 8 აგვისტომდე პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული ქონების რაოდენობა 3600-მდე იყო, ყველაზე მეტი 717 ერთეულის რეგისტრაცია კი ივლისში განხორციელდა. 

რაც შეეხება სააგენტოს მიერ გაცემული ბინადრობის ნებართვების სტატისტიკას2015 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, 2015 წელს რაოდენობა 4 589 იყო, 2016-ში - 1096, 2017 წელს - 1013, 2018-ში - 1 196; 2019-ში - 1 417, 2020-ში -1 931; 2021 წელს ბინადრობის ნებართვა 3 254 პირმა მიიღო, მიმდინარე წლის 7თვეში კი 2 017-მა. 

რა ტიპის საფრთხეები არსებობს ამ მიმართულებით და როგორი უნდა იყოს ქვეყნის პოლიტიკა?

სტუმარი: ანა დოლიძე - პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ;

Subscribe to our news

Get the main news of the day