რუსეთი VTB-ის აქციების გაყიდვას 2020 წლამდე გეგმავს. ქვეყნის პრივატიზაციის გეგმის მიხედვით, სახელმწიფო აქციების დათმობას როგორც VTB-ში ასევე Transneft-ში გეგმავს.
პრივატიზაციის გეგმით რუსეთი ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვას ცდილობს. ქვეყნის ქონების ფედერალური სააგენტოს საპრივატიზაციო გეგმის მიხედვით, სახელმწიფო VTB-ში 35%-ს დათმობს და პროცესი სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაუწყება და 2020 წლამდე დასრულდება. რუსეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2017 წელს შესაძლოა კრედიტორის 11% გაიყიდოს.