Home
Category
TV Live Menu
Loading data...

რუსეთის "მობილიზაციის" ეფექტი აჭარის უძრავ ქონებაზე

BM.GE
26.09.22 11:45
180

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე საქართველოში გაზრდილმა მიგრაციამ უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. TBC Capital-ის თბილისის უძრავი ქონების ბაზრის უახლესი კვლევის თანახმად, აგვისტოში წლიურად დედაქალაქში ბინის დაქირავება თითქმის 80%-ით არის გაძვირებული. რაც შეეხება გასაყიდი უძრავი ქონების ფასს, ფასი წლიურად 26.5%-ით გაიზარდა და კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდმა ფასმა 999 დოლარს მიაღწია. ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი უძრავი ქონება დიდ დიღომში კრწანისსა და საბურთალოზე გაიყიდა. გაძვირებულია იჯარაც, რამაც წლიურად 60% შეადგინა. 

უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, რიგი კატეგორიის ფართების ქირავნობა თბილისში ფაქტობრივად შეუძლებელია. თითქმის ანალოგიური ვითარებაა ბათუმშიც, სადაც ქირაზე მოთხოვნა და ფასი ალბათ ყველა რეკორდს ხსნის. რუსული ფორბსის ინფორმაციით რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში საცხოვრებელზე რუსების მოთხოვნა 8-ჯერ გაიზარდა. 

Forbes.ru რუსეთის საბაჟო სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ზემო ლარსის საგუშაგო გამშვებ პუნქტზე, 22 სექტემბრის დილის 06:00 საათის მდგომარეობით, რუსეთიდან საქართველოში დღეში 1 511 მსუბუქი ავტომობილი შევიდა, მაშინ, როცა ერთი დღით ადრე, ანუ პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადებამდე 1 261 ავტომობილი დაფიქსირდა. ამასთან, იმავე პერიოდში მოლოდინში არსებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ღამით 50-დან 300 მანქანამდე გაიზარდა. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ასევე, გაიზარდა მოთხოვნა ავიაბილეთებსა და სასტუმროების დაჯავშნაზე. რა მდგომარეობაა აჭარაში? 

სტუმარი: ნათია სირაბიძე - სამშენებლო კომპანია "მარდი ჰოლდინგის" ხელმძღვანელი;



Subscribe to our news

Get the main news of the day