Home
Category
TV Live Menu

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმაც გაახანგრძლივა

57d153ffdb632
BM.GE
08.09.16 16:04
1176
ევროკავშირი რუსეთის ოფიციალური პირების წინააღმდეგ ინდივიდუალურ სანქციებს ახანგრძლივებს. შეზღუდვების 6 თვით გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ მიიღო. სანქციები კონკრეტულ პირებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს და მათთვის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილებაზე შეზღუდვები და ფინანსური ოპერაციები 146 ადამიანსა და 37 ორგანიზაციაზე ვრცელდება.

შეზღუდვები რუსეთის იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე დაწესდა, რომლებსაც ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის თანამონაწილედ მიიჩნევს. ევროკავშირის საბჭოს სანქციების სიაში აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტთა ლიდერები, ზოგიერთი რუსი ოფიციალური პირი, კანონმდებლები და ოლიგარქები აღმოჩნდნენ

Subscribe to our news

Get the main news of the day