რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, როგორც შესაძლებლობა საქართველოსთვის. ყოველდღიურად იზრდება იმ კომპანიენის რიცხვი, რომლებიც რსუეთში მუშაობას აჩერებენ ან წარმოებას სრულად ხურავენ. საინვესტიციო ბანკ Galt&Taggart-ში ამბობენ, რომ ამ კომპანიებმა შესაძლოა საქართველოში გადმოინაცვლონ და ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ უკვე არსებობს. კვლევების დეპარტამენტის უფროსი მიიჩნევს, რომ ამის ხარჯზე არსებობს შანსი, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდოს.