Home
Category
TV Live Menu

რუსეთისთვის დაწესებული სანქციებით მიღებული დანაკლისი ევროკავშირში 60 მილიარდ დოლარად შეაფასეს

577cbda88f7a5
BM.GE
06.07.16 12:11
1083
მსოფლიოს 37 ქვეყნის დაკარგულმა მოგებამ, რომელიც რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უკავშირდება, 60.2 მილიარდი დოლარი შეადგინა, - აღნიშნულია ფრანგული კვლევითი ცენტის (CEPII) გამოქვეყნებულ ანგარიშში.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური ზარალი ევროპულ პროდუქციაზე რუსეთის ემბარგოს არ უკავშირდება, არამედ იმ სავაჭრო შეზღუდვებს, რომელიც დასავლეთმა დააწესა.

ანგარიშის თანახმად, გერმანია თვეში 832 მილიონ დოლარზე მეტს კარგავს, რაც მთლიანი მოცულობის 27%-ია. სხვა ქვეყნების ზარალი შედარებით მცირეა: შეერთებული შტატები 0.4% კარგავს, საფრანგეთი - 5.6%, დიდი ბრიტანეთი - 4.1%.

მას შემდეგ, რაც 2014 წელს სანქციები დაწესდა, რუსეთის ბაზრებზე ევროპული საქონლის მოწოდება საშუალოდ 12.9%-ით შემცირდა. რუსული პროდუქტების ევროკავშირში მიწოდება კი საშუალოდ 24.9%-ით.

Subscribe to our news

Get the main news of the day