Home
Category
TV Live Menu

რუსეთმა ალკოჰოლსა და თამბაქოზე აქციზი გაზარდა

58300a1226ce5
BM.GE
19.11.16 12:13
1058

რუსეთმა ალკოჰოლსა და თამბაქოზე აქციზი გაზარდა. რუსეთის დუმის დეპუტატებმა მესამე მოსმენით ცვლილებები შეიტანეს საგადასახადო კოდექსში, რომელიც აქციზის მატებას ითვალისწინებს ალკოჰოლზე, თამბაქოსა და დიზელის საწვავზე.

შედეგად, 2017-2019 წლებში აქციზი გაიზრდება ღვინოზე, შამპანურზე, ლუდზე, ასევე თამბაქოს ყველა სახეობაზე.

შამპანურზე აქციზი ლიტრზე 10 რუბლიდან 36 რუბლამდე იზრდება. რაც შეეხება მაღალალკოჰოლურ სასმელებს, აქციზის განაკვეთი ლიტრზე 500 რუბლიდან 523 რუბლამდე გაიზრდება, რაც 8 დოლარის ეკვივალენტია. საშუალო ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთი 400-დან 418 რუბლამდე გაიზრდება და ლიტრზე 6,4 დოლარს შეადგენს.
პირველი იანვრიდან გაფართოვდება აქციზს დაქვემდებარებული საქონლის სია და ამ გადასახადს ელექტრონული სიგარეტის შემომტანებიც გადაიხდიან.
რაც შეეხება დიზელს, აქციზის ზრდა 2019 წლიდან მოხდება და 7335 რუბლამდე ანუ 113 დოლარამდე გაიზრდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day