Home
Category
TV Live Menu

რუსეთმა და თურქეთმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას შესაძლოა 2017 წელს ხელი მოაწერონ

5819c9683202e
BM.GE
02.11.16 15:06
1618
2017 წელს რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას ანკარა შესაძლებლად განიხილავს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტისთნა" თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრმა ბიულენთ თუფენქჯიმ განაცხადა.

2015 წლის ნოემბერს გაჩენილი კრიზისის შემდეგ, რუსეთი და თურქეთი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მოგვარების პროცესშია არიან.

"იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ურთიერთობებს ვაგვარებთ და 2017 წელს შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მოვაწეროთ ხელი, ჩვენ ეკონომიკის ყველა სფეროში და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებში ზრდას ველით. ასევე, ჩვენს რუს კოლეგებთან ტექნიკური მოლაპარაკებები გრძელდება ეროვნული ვალუტის გამოყენების საკითხთან დაკავშირებით - თურქული ლირისა და რუსული რუბლის სავაჭრო ურთიერთობის სასარგებლოდ. ეს ორივე ქვეყანისთვის სასარგებლოა და ორმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს გააქტიურებს და შესაძლებლობებსაც გააფართოებს“ - აღნიშნა თურქმა მინისტრმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day