რუსეთმა თურქეთში რეგულარული ავიარეისები განაახლა. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის აეროპორტების ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია და რუსეთის მოქალაქეებისთვის გადაადგილება უსაფრთხოა.
„აეროფლოტმა“ სტამბოლის და ანკარას მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე განაახლა.