Home
Category
TV Live Menu

რუსეთმა ხორბლის ექსპორტის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა

575fa96435e5c
BM.GE
14.06.16 10:49
1174
რუსეთმა ხორბლის ექსპორტის მიხედვით მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა.

რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ნომერ პირველი ექსპორტიორი გახდა. ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით, Interfax წერს, რომ 10 ივნისის მონაცემებით, რუსეთიდან განხორციელებულმა ხორბლის ექსპორტმა 24,5 მილიონი ტონა შეადგინა, კანადიდან 22,5 მილიონი ტონა, ხოლო ამერიკიდან კი 21,09 მილიონი ტონა.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, რუსული ხორბლის ექსპორტი ბოლო ერთ წელში 12,3%-ით გაიზარდა.

გასულ წელს რუსეთი მსოფლიოში ხორბლის ექსპორტის მიხედვით მესამე ადგილზე იყო და მას კანადა და ამერიკა უსწრებდნენ.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, მყარი ვალუტა და მოსავლის შემცირება ამერიკის მარცვლეულს ნაკლებად კონკურენტულს ხდის.

Subscribe to our news

Get the main news of the day