რუსეთი წელს 145 მილიონ ტონამდე მარცვლეულის მოსავალს ელოდება, საიდანაც 96 მლნ ტონა ხორბლის მოსავალი იქნება. რუსეთის მარცვლეულის კავშირი მცურავი საექსპორტო გადასახადის საექსპორტო კვოტებით ჩანაცვლების ინიციატივით გამოდის და მთავრობას წერილით მიმართავს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის შიგნით მოხმარების დონე შეზღუდულია.მარცვლეულის მწარმოებლებს კი მოსავლის შენახვაში სირთულეები აქვთ. როგორც რუსული მედია წერს, სიტუაციის მოგვარება შესაძლებელია რესურსის ექსპორტის გაზრდით.