რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ორგანო თურქულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნის მიზეზს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ინსპექცია თურქეთში გასულ კვირას იმყოფებოდა, რომლის შედეგადაც დადგინდა რომ გარკვეული ვალდებულებები თურქული მხარის მხრიდან არ სრულდება.
რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები სანქციების ეტაპობრივ მოხსნაზე გუშინ შეთანხმდნენ. სანქციები შეეხება თურქული პროდუქციის რუსეთში იმპორტსაც, რომელზე აკრძალვაც სავარაუდოდ წლის ბოლოდან მოიხსნება. რუსეთში თურქული პროდუქციის იმპორტი 1 იანვრიდან აიკრძალა.