რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. ორი ქვეყნის ლიდერმა ეკონომიკური ურთიერთობების ნორმალიზებაზე ისაუბრეს. როგორც რუსული მედია იტყობინება, ვლადიმერ პუტინმა შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ თურქეთში სამოგზაურო შეზღუდვები მოიხსნას.
„ერდოღანმა დამარწმუნა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის“, - ციტირებს პუტინის სიტყვებს მისი პრეს-სპიკერი.
შეგახსენებთ, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური სანქციები, მათ შორის სამოგზაურო შეზღუდვა გასული წლიდან მოქმედებდა.