Home
Category
TV Live Menu

რუსი ტურისტებისთვის თურქეთის ბაზრის დახურვის შედეგად ანტალიამ 3 მილიარდი დოლარი დაკარგა

57e51e51498f3
BM.GE
23.09.16 18:00
1120
რუსი ტურისტებისთვის თურქეთის ტურისტული ბაზრის დახურვის შედეგად, კურორტმა ანტალია 3 მილიარდი დოლარი დაკარგა, - ამის შესახებ ანტალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების აღდგენის შემდეგ, ანტალიაში რუსი ტურისტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა, მთლიანობაში ბიზნესი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში განიხილება რუსეთდან თურქეთში საზღვარგარეთის პასპორტების გარეშე შესვლის საკითხიც.

შეგახსენებთ, რომ 28 აგვისტოს რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა თურქეთში ჩარტერული რეისების აკრძალვის შესახებ ბრძანება გააუქმა.  ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც თურქეთმა გასულ წელს რუსული ბომბდამშენი სუ-24 ჩამოაგდო.

Subscribe to our news

Get the main news of the day