Home
Category
TV Live Menu

რუსთაველზე სასტუმრო Hyatt Regency-ის მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება

57dfa37d2a91f
სალომე მეცხვარიშვილი
19.09.16 12:35
1028
რუსთაველის გამზირზე სასტუმრო Hyatt Regency-ს მშენებლობა 2017 წლიდან დაიწყება.

როგორც კომპანია „რუსთაველი ფორფერთისის" ხელმძღვანელი მინდია გადაევი „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრობს, მიმდინარე წელს სარეკონსტრუციო სამუშაოების დასრულებას და გენკონტრაქტორთან მოლაპარაკებების დასრულებას ვარაუდობენ, რის შემდეგაც, სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
მინდია გადაევის განცხადებით, სამშენებლო სამუშაოებს დაახლოებით 2,5 წელი დასჭირდება.

მისივე ინფორმაციით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები შენობაში გასული წლის მაისში დაიწყეს, თუმცა, იმის გამო, რომ შენობა ისტორიულია, სამუშაოებს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.

„რუსთაველი ფორფერთისის" ხელმძღვანელი ამბობს, რომ 170-ნომრიან სასტუმროში 72 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

Subscribe to our news

Get the main news of the day