რუსთავის აზოტი EU Investment-ის საკუთრებაში გადავიდა. კომპანიაში დამატებით განცხადებას ამ ეტაპზე არ აკეთებენ, თუმცა როგორც ბიზნესკონტრაქტს „რუსთავის აზოტში“ განუცხადეს, ქარხნის 100% სააქციო საზოგადოება EU Investment-ს ეკუთვნის.
კომპანია გასული წლის შემოდგომაზეა რეგისტრირებული და მისი დირექტორი ეფრემ ურუმაშვილია, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი იოსებ გოზალიშვილი.
სს რუსთავის აზოტის დირექტორადაც ეფრემ ურუმაშვილია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, „აზოტში“ 300-ზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა.