Home
Category
TV Live Menu

რუსთავში ალკოჰოლური სასმელების საწარმო აშენდება

57ee764b493cf
BM.GE
30.09.16 18:25
1042
შპს "ქართული არყის კომპანია" ქალაქ რუსთავში ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ საწარმოსააშენებს. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საწარმოს ასაშენებლად კომპანია სულ მცირე 650 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და მინიმუმ 20 ადამიანს დაასაქმებს. პირველ ეტაპზე საწარმო 2 000 000 ბოთლი,0,5 ლიტრი მოცულობის, არყის რეალიზაციას გეგმავს. მეორე ეტაპზე, გახსნიდან 3-5 წელიწადში იგეგმება მეზობელი ქვეყნებისა და ეკონომიკური პარტნიორების ბაზრების ათვისება – უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელორუსია. აღნიშნულ ბაზრებზე კომპანია 3 000 000 – 4 000 000 ბოთლი არყის რეალიზებას გეგმავს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ქართული არყის კომპანიას“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული,ქალაქ რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 10000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიპირდაპირიმიყიდვისფორმით,75 000 ლარად გადასცა.

Subscribe to our news

Get the main news of the day