Home
Category
TV Live Menu

რუსთავში მდებარე სენდვიჩპანელების საწარმო პროდუქციას ექსპორტზე გაიტანს

57ea80b6e6761
BM.GE
27.09.16 18:21
1232
რუსთავში მდებარე საწარმოში დათბუნებული გადახურვის მასალები, კედლის პანელები და სენდვიჩპანელები მზადდება. ამჟამად დასაქმებულია 60 ადამიანი. კომპანია წარმოებული პროდუქციით ადგილობრივ ბაზარს ამარაგებს, თუმცა ახლო მომავალში პროდუქციის 15%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს.
შპს „ჯი-არ-სიმ“ სამთავრობო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეობის შედეგად, გაფართოება და პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა შეძლო. დღეს წარმოება პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კომპანია „ჯი-არ-სი“ სამთავრობო პროგრამის ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია.
„შედეგი, რომლის მიღწევაც ჩვენ გვინდოდა, მიღწეულია. შექმნილია ახალი სამუშაო ადგილები. მზადდება პროდუქცია, რომელიც იმპორტს ანაცვლებს და მასზე მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე ძალიან დიდია“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შპს „ჯი-არ-სი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4,800,00 ლარს შეადგენს.

Subscribe to our news

Get the main news of the day