გასული კვირის ბოლოს რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ 2022 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წინაშე წარადგინა. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბჭოს წევრების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები რუსთავის შემდგომ განვითარებასა და მიმდინარე რეფორმებთან მიმართებით. გარდა ამისა შეხვედრაზე, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციაც მოეწყო. რა გაკეთდა 1 წლის განმავლობაში რუსთავში და როგორ უყურებს ქალაქის მმართველობა რუსთავის ეკონომიკური განვითარების პოტენციალსა და ეკოლოგიის თვალსაზრისით უმწვავესს პრობლემებს?
სტუმარი: ნინო ლაცაბიძე - რუსთავის მერი;