Home
Category
TV Live Menu

რუსთავში სოციალური საცხოვრისი მოეწყობა

5a9ad60eab567
თამუნა დემეტრაშვილი
04.03.18 21:00
975
ქალაქ რუსთავში სოციალური საცხოვრისის მოწყობისთვის 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. შენობის აღდგენთი და სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, რუსთავის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. როგორც bm.ge-ს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენელმა ზაზა ზაზაძემ განუცხადა, სოციალური საცხოვრისში 52 ოთახი უნდა მოეწყოს, თითოეული 30 კვადრატული მეტის ფართით. თითოეული ოთახისთვის გათვალისწინებულია ინდივიდუალური სამზარეულოსა და სანიტარული კვანძის მოწყობაც. სარეაბილიტაციო შენობა ქალაქ რუსთვის მე-11 მიკრო რაიონში მდებარეობს.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელსეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში უნდა დაასრულოს.

Subscribe to our news

Get the main news of the day