Home
Category
TV Live Menu

"რუსთავში თავს იყრიდა უდიდესი საინჟინრო და სამრეწველო პოტენციალი, დარწმუნებული ვარ ის დაიბრუნებს ამ როლს"

57a229b54da9a
BM.GE
03.08.16 21:27
1390
"თავის დროზე რუსთავი იყო ქალაქი, სადაც თავს იყრიდა უდიდესი ქართული საინჟინრო და სამრეწველო პოტენციალი, დარწმუნებული ვარ რუსთავი დაიბრუნებს ამ როლს და გახდება ქალაქი, რომელიც წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობაში, განვითარებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთავში, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას. მისი თქმით აუცილებელია იმ პოტენციალის გამოყენება, რომელიც რუსთავს აქვს.

"როდესაც ქვეყანას ამდენი პოტენციალი აქვს ის უნდა გამოვიყენოთ. რუსთავი ინდუსტრიის უძველესი კერაა და თქვენში სამეწარმეო სულისკვეთება ლამის გენეტიკურად დევს.
სახელმწიფოს მხრიდან იმათი ხელშეწყობა, ვისაც დღეს არა აქვს საკუთარი ფინანსური რესურსი და აქვს პერსპექტიული ბიზნესიდეები, ძალიან საჭირო და აუცილებელი საქმეა. ეს ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას დაიწყოს ან გააფართოოს ბიზნესი. სამუშაო ადგილებს ძირითადად ბიზნესი ქმნის, ამიტომაც ჩვენ ხელს ვუწყობთ ბიზნესის განვითარებას და ვქმნით შესაბამის გარემოს. ჩვენი ამ დამოკიდებულებით ყველაზე კარგად ჩანს, როგორ ვუყურებთ დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას, რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი ინვესტიცია განხორციელდეს“, - განაცხადა პრემიერმა.

რუსთავის 29-ე ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა მხეიძე იქნება. 30-ე ოლქში კი გიორგი ბეგაძე. ასევე, წალკასა და დმანისში კახა ოქრიაშვილის კანდიდატურა არის წარდგენილი.

Subscribe to our news

Get the main news of the day