რუსი ტურისტებისთვის თურქეთში სამოგზაურო ვიზის აკრძალვის გაუქმებიდან სამ დღეში, თურქეთის მიმართულებით ტურების რეალიზება გასამმაგდა, - ამის შესახებ რუსული კომერსანტი წერს. გამოცემამ სხვადასხვა ტურისტული სააგენტოები გამოკითხა და წერს, რომ მას შემდეგ რაც ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლაც აღდგება ტურების ღირებულება შემცირდება.
ახლა საშუალო ფასი ერთ ადამიანზე 40 000 რუბლია, საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე დასვენების ფასი რუსი ტურისტებისთვის კი 65 000 რუბლს შეადგენს.
მოსკოვი-ანტალიის რეისებზე ბოლო ერთ კვირაში მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა.