Home
Category
TV Live Menu

რუსული Kommersant: საქართველოს რუსეთში ყველის გატანა სურს

58776b89a999d
BM.GE
12.01.17 15:40
1134
საქართველოს რუსეთში ყველის გატანა სურს,- ამის შესახებ რუსული "კომერსანტი" წერს.

გამოცემის ცნობით, „როსსელხოზნაძორის“ ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა და საქართველოს სურსათის უვნებლობის სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა შეხვედრაზე რიგი საკითხები განიხილეს, მათ შორის რუსეთში ქართული ყველის გატანის პერსპექტივები.

"ჩეკურაშვილმა გააჟღერა ქართველი მწარმოებლების ინტერესი, რუსეთის ბაზარზე ტრადიციული ქართული ყველი შეიტანონ, რაც სერგეი დანკვერტის აზრით, შესაძლებელია. ამ მიზნით, მიღწეულია შეთანხმება, რომ ქართული წარმოების ყველს ჩაუტარდება ინსპექტირება, თუ რამდენად შეესაბამება ის რუსეთში დამკვიდრებულ სტანდარტებს",- აღნიშნავს კომერსანტი.

Subscribe to our news

Get the main news of the day