2016 წელს რუსეთიდან ოქროს ექსპორტი 43%-ით 22,4 ტონამდე შემცირდა. თუმცა წარმოება გასულ წელს 2015 წელთან შედარებით გაზრდილია. შესაბამისად, თუ 2015 წელს რუსეთში წარმოებული ოქროს დაახლოებით 14% ექსპორტზე გავიდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 7,6%-მდე შემცირდა.
რუსეთის შიდა ბაზარზე ოქროს ძირითადი მყიდველი ტრადიციულად ქვეყნის ცენტრალური ბანკია. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს საერთაშორისო რეზერვებში ოქროს წილი 14%-ით გაიზარდა, მისი შესყიდვის მოცულობა პრინციპულად არ შეცვლილა და არა ნაკლებ 200 ტონისა შეადგინა.