Home
Category
TV Live Menu

რუხის სავაჭრო ცენტრის აგრარული ბაზრის ნაწილიც, შესაძლოა ბრენდული ობიექტებით დაიტვირთოს

5791afef21946
ელენე გოგბერაშვილი
22.07.16 09:30
1088
საპარტნიორო ფონდის ცნობით, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მდებარე სავაჭრო ცენტრის დატვირთვის კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია და კომერციული, ბრენდული ობიექტების 80%-ით უკვე დაიტვირთა.

"დარჩა უფრო მეტად დასატვირთი აგრარული ბაზრის ნაწილი. ჩვენ ვაკვირდებით მისი დატვირთულობის ხარისხს. თუ დავინახავთ, რომ მოთხოვნა სხვადასხვა კომერციული ობიექტებიდან და სავაჭრო ობიექტებიდან ანუ ორგანიზებული ვაჭრობიდან უფრო მაღალია, ვიდრე საკოლმეურნეო ბაზარში, მაშინ ჩვენ შეიძლება შევფუთოთ ის ნაწილიც და გადავცეთ კერძო კომპანიებს, რომ იქ ბრენდული ობიექტები განთავსდეს’’- განუცხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნათია თურნავამ "ბიზნესკონტრაქტს".

ნათია თურნავა ამბობს, რომ ბევრი, ვინც ვერ მოასწრო პირველ რაუნდში შესულიყო სავაჭრო ცენტრში, ახლა მიმართავენ და სურთ რუხის სავაჭრო ცენტრში შესვლა.

ამ ეტაპზე რუხის სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილია როგორც საცალო, ისე საბითუმო, ავეჯისა და ტექნიკის მაღაზიები, სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი, ღია ტიპის ბაზარი, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრი, საფინანსო და საბანკო მომსახურების ობიექტები, ავტოსერვისი, ფოსტა, აფთიაქი და სხვა.
სავაჭრო ცენტრის მშენებლობა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 15 მილიონ ლარამდეა, საპარტნიორო ფონდმა განახორციელა.

Subscribe to our news

Get the main news of the day