Ryanair ავიაბილეთებზე ფასების კლებას პროგნოზირებს. ირლანდიური ავიაკომპანია აცხადებს, რომ ფასები კიდევ შემცირდება, თუმცა, არა იმ ტემპებით, როგორც გასულ წელს. კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფასები 2018 წლის მარტამდე 5-7%-მდე შემცირდება, რაც გამოწვეულია ბრიტანული ფუნტის გაუფასურებით ბრექსიტის შემდეგ. გასულ წელს ავიაბილეთებზე ფასები 13%-ით შემცირდა, მიუხედავად ამისა კომპანიამ რეკორდული შემოსავლების შესახებ განაცხადა.
კომპანიის ინფორმაციით, გასულ წელს 1,32 მილიარდი ევროს მოგება მიიღო, რაც მგზავრთნაკადის ზრდით იყო გამოწვეული. ამასთან, კომპანიის ღირებულებამ მიმდინარე წელს 20%-ით მოიმატა.