Home
Category
TV Live Menu

RyanAir საქართველოში შესაძლო შემოსვლაზე: ჭორებზე კომენტარს არ ვაკეთებთ

58c69c0e02121
BM.GE
13.03.17 17:14
1093
დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის RyanAir-ის საქართველოშ შემოსვლა ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების დროს დაანონსდა. როგორც მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ, რამდენიმე კვირის წინ გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, „Ryan Air-ის საქართველოში შემოსვლაზე საბოლოო შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდგომ კონტრაქტს ხელი აღარ მოეწერა“.

ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გირგი კვირიკაშვილმა "Ryanair"-ის კომერციულ დირექტორთან, დეივიდ ობრაიანთან ჯერ კიდევ გასულ წელს გამართა.

შეგახსენებთ, რომ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია საქართველოში ფრენებს იწყებს, კერძოდ კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
როგორია ავიაკომპანიის გეგმები საქართველოსთან მიმართებაში და უნდა ველოდოთ თუ არა მის შემოსვლას უახლოეს პერიოდში, - ამ კითხვით ბიზნესკონტრაქტმა თავად ავიაკომპანიას მიმართა. მათგან წერილობით კი შემდეგი პასუხი მივიღეთ: "ჭორებსა და ვარაუდებზე კომენტარს არ ვაკეთებთ".

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია "Ryanair" დაარსდა 1984 წელს და ოპერირებს 1985 წლიდან. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით. გასულ წელს ავიაკომპანიამ გადაიყვანა 90 მილიონზე მეტი მგზავრი. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას აქვს 72 ბაზა და ოპერირებს ავიარეისებს 191 აეროპორტში.

Subscribe to our news

Get the main news of the day