Home
Category
TV Live Menu

"სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარებაში 60 მილიონ დოლარამდე დამატებითი ინვესტიცია განხორციელდება"

5770ecdb20032
BM.GE
27.06.16 13:04
1137
"ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს 25%-ზე მეტი ზრდა დაფიქსირებული ტურიზმში, რაც შენარჩუნდება და დიდი ალბათობით შეიძლება იყოს კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლები", - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყებისას.

"ამიტომ, "ტავ ჯორჯია" იწყებს მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის მზად არის ხელი შეუწყოს უცხოელი ინვესტორების საქმიანობას, შექმნას შესაბამისი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის და ამავე დროს მაქსიმალურად დაიცვას საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების ინტერესები.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ბოლო წლების განმავლობაში ავიაბაზარზე შემოვიდნენ ახალი ავიაკომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. "ტავ ჰოლდინგმა“ უკვე განახორციელა 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. სააეროდრომო ინფრასტრუქტურის განვითარებაში და ტერმინალის გაფართოება-მშენებლობაში განხორციელდება ჯამში 60 მილიონ დოლარამდე დამატებითი ინვესტიცია," - აღნიშნა პრემიერმა.

Subscribe to our news

Get the main news of the day